50 წლის ლამაზმანების კონკურსი – ფოტოკოლაჟი

სილამაზის კონკურსის ორგანიზატორებს ხშირად მონაწილეებისადმი უამრავი პროფესიული მოთხოვნა აქვთ. გარდა ამისა, მონაწილეები ასაკობრივ ზღვარსაც უნდა აკმაყოფილებდნენ.

ლას ვეგასში გაიმართა კონკურსი, რომელშიც უჩვეულო თითქოს არაფერია. ყველა მოდელი, რომელიც კონკურსში მონაწილეობდა, მშვენიერ ფიზიკურ ფორმაში იყო, თუმცა განსხვავება ნამდვილად დიდია.

საქმე ისაა, რომ აღნიშნული კონკურსის მთავარი პირობის მიხედვით, ყველა კონკურსანტი დაახლოებით 50 წლისაა და შვილიშვილებიც ჰყავთ.

ამ ქალების შემხედვარეს, არ შეიძლება, ენა მოგიბრუნდეს და მათ ბებიები დაუძახო.

სავარაუდოდ, ასეთ ფიგურებს ქირურგიული ჩარევის გარეშე ვერ მიაღწევ, მაგრამ მხოლოდ ოპერაციები არაფერს შველის, თუ ბუნებრივადაც ლამაზი არ ხარ.

ამ ქალებმა დაამტკიცეს, რომ ქალი 50 წლის ასაკშიც კი მშვენიერია.

კომენტარები

სხვა სიახლეები