2026 წლის მსოფლიოს ფეხბურთის ჩემპიონატი ერთდროულად სამ ქვეყანაში გაიმართება. ესენია კანადა, აშშ და მექსიკა. ეს გადაწყვეტილება მიიღეს დღეს ფიფას 68-ე კონგრესზე. ჩრდილოეთ ამერიკის საერთო განაცხადმა 134 ხმა მოაგროვა. მათ კონკურენტს მაროკოს ეროვნული ფედერაციების 65-მა წარმომადგენელმა დაუჭირა მხარი.