„მიხარია, როცა ასეთ ჰომოფობიურ ქვეყანაში ამდენი დადებითი და კარგი ადამიანი ცხოვრობს“ – წერს კესარია „ფეისბუქის“ პირად გვერდზე და ამ კარგ ადამიანებს მადლობას უხდის. როგორც ირკვევა “სხვა რაკურსში” იუნა შაფათავა-კესარიას დაპირისპირებას უამრავთა გამოხმაურება მოჰყვა.
კესარია აბრამიძე: „დღევანდელი გადაცემის შემდეგ არ წყდება სმს-ები ჩემთან სატელეფონო თუ აქ პირადში ათასობით სმს შემოდის დადებითი, პოზიტიური და მოსაფერებელი აბსოლუტურად უცნობი ადამიანებისგან. ვცდილობ ყველას ვუპასუხო მაგრამ ამას ფიზიკურად ვერ შევძლებ დიდი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის და ამდენი პოზიტივისთვის.
მადლობა იმ ადამიანებს ვინც არ მიცნობთ და უბრალოდ ვრცელი ტექსტებით გამოხატავთ თქვენს აზრს, მიხარია როცა ასეთ ჰომოფობიურ ქვეყანაში ამდენი დადებითი და კარგი ადამიანი ცხოვრობს. დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდი…
დიდი ბოდიში ვინც უპასუხოდ დამრჩით და უბრალოდ ვერ გიპასუხეთ“.