დაესწრო თუ არა მეუღლის მშობიარობას თბილისის მერი – დავით ნარმანიას მესამე შვილი შეეძინა

თბილისის მერი დავით ნარმანია მესამე შვილის მამა გახდა.
როგორც „კვირას“ დავით გაგუას სახელობის კლინიკის დირექტორმა განუცხადა, ახალშობილი 3 კგ და 800 გრ დაიბადა.
მისივე თქმით, პატარა ელენე ქვეყანას დღეს მოევლინა და დედა-შვილი თავს კარგ გრძნობენ.
„დავით ნარმანიას მეუღლემ ჩვენს კლინიკაში იმშობიარა. უშუალოდ ბატონი მერი მშობიარობის პროცესს არ დასწრებია, თუმცა ის საავადმყოფოში იმყოფებოდა. ქალბატონმა თიკამ ბუნებრივად იმშობიარა და დედა-შვილი თავს კარგად გრძნობენ. სამშობიაროში გუშინ შემოიყვანეს და დღეს იმშობიარა. პატარას ელენე დაარქვეს“, – განუცხადა „კვირას“ დავით გაგუამ.
შეგახსენებთ, რომ თბილისის მერს დავით ნარმანიას და თინათინ თინიკაშვილს ორი ვაჟი ჰყავთ.

კომენტარები

სხვა სიახლეები