ინგრედიენტები: პამიდორი – 500 გრ, წითელი ბულგარული წიწაკა – 300 გრ, კიტრი – 300 გრ, ხახვი – 150 გრ, ნიორი – 1-2 კბილი, ზეითუნის ზეთი – 100 მლ, ლიმონის წვენი – 2 ჩაის კოვზი, მარილი, წიწაკა, მწვანილი.
მომზადების წესი: ხახვი და ნიორი დავჭრათ. პამიდორს კანი გავაცალოთ და დავჭრათ. ასევე მრგვალად დავჭრათ კიტრი , ბულგარული კი – წვრილად. დაჭრილი ინგრედიენტები დავაბლენდეროთ. შემდეგ ლიმონის წვენი, ზეთი, მარილი და წიწაკა დავუმატოთ. კიდევ ერთხელ ავთქვიფოთ და მაცივარში 3-4 საათით მოვათავსოთ. ბოლოს კი წვრილად დაჭრილი მწვანილი მოვაყაროთ.
სხვა სიახლეები