გინესის რეკორდსმენობისთვის შეცვლილი კანის ფერი და გადიდებული მკერდი – 29 წლის ბლონდი რეალური ასაკის დამალვაში ამხილეს

29 წლის გერმანელი მოდელი, მარტინა ბლონდი, რომელმაც ინექციებითა და ტონალური კრემების წყალობით კანის ფერი შეიცვაა, რეალური ასაკის დამალვაშიც ამხილეს. ამის შესახებ The Sun-ი წერს.

გერმანული გაზეთმა Bild-მა მოდელის ბავშვობის ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ის თანატოლებთან, 1977-1978 წლებში დაბადებულ მოზარდებთან ერთად დგას. ამ ფოტოების რეალობის დადასტურების შემთხვევაში, აღმოჩნდება რომ ბლონდი სინამდვილეში 40 წლისაა.

ფერის შეცვლის გარდა, მოდელმა მკერდიც გაიდიდა იმ იმედით, რომ გინესის რეკორდების წიგნში მოხვდება.

წყარო:imedinews.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები