თურქულ პროვინცია ჩინაკალეში კატებისთვის სოფელი გაშენდება

თურქეთის პროვინცია ჩინაკალეში, რომელიც ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთში მდებარეობს, კატების ნამდვილი სოფელი გაშენდება. თურქული მედიის ცნობით, ამ სოფელში დაახლოებით ორასი კატა იცხოვრებს. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, კატები 600 კვადრატული მეტრის ფართობის ტერიტორიაზე იცხოვრებენ, სადაც გათვალისწინებულია სახლები ცხოველებისთვის ბუნგალოს სტილში, კვებისთვის და წყლისთვის განკუთვნილი სივრცეები. მედია იუწყება, რომ ეს ადგილი გახდება ნამდვილი სახლი მიუსაფარი და ავადმყოფი კატებისთვის, რომელთა სახლში წაყვანაც ადგილობრივ მაცხოვრებლებს შეეძლებათ.

კომენტარები

სხვა სიახლეები