“ვიცოდი საშიში იყო მაგრამ არ შემეძლო კურდღელი ცეცხლში დამეტოვებინა”,-ამის შესახებ იმ 19 წლის ახალგაზრდამ განაცხადა, რომელმაც კალიფორნიაში საშინელი ხანძრის დროს კურდღელი გადაარჩინა.
როგორც თავად ამბობს, სამსახურიდან მეგობართან მიდოდა, როდესაც გზაზე კურდღელი დაინახა, რომელსაც ხანძარი უახლოვდებოდა. მისივე თქმით, კურდღლის “ოჯახი” მეორე მხარეს იმყოფებოდა და მის გადარჩენას ვერ ახერხებდა.
მეხანძრეების განცხადებით, რომ არა ეს ახალგაზრდა, პატარა ბაჭია თავის გადარჩენას ვერ მოახერხებდა.
სხვა სიახლეები