ეს პატარა სახლი, რომლის მშენებლობა და მოწყობა მხოლოდ 11 ათასი დოლარი დაჯდა, აიდაჰოელ არქიტექტორს მეისი მილერს ეკუთვნის.
პატარა კომფორტული სახლის აშენებაზე მეისი წლების განმავლობაში ოცნებობდა, თუმცა დაძაბული სამუშაო სურვილის განხორციელების დროს არასოდეს უტოვებდა.
თუმცა გასულ წელს მილერის ცხოვრებაში ყველაფერი შეიცვალა და სახლის აშენების მოტივაციაც უცებ “მოიძებნა” – განქორწინების შემდეგ სახლი დაკარგა და ახალი საცხოვრებლის მაქსიმალურად სწრაფად აგება მეისისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გახდა.
სახლის ასაშენებლად მეისი მილერს ორი წელი, სამშენებლო მასალებში უკეთ გარკვევა და 11 ათასი დოლარი დასჭირდა.
სახლის ფართობი სულ 18 კვადრატული მეტრია, თუმცა აქ თითქმის ყველაფერია, რაც მეისის კომფორტული ცხოვრებისთვის სჭირდება – კარგად აღჭურვილი სამზარეულო, სააბაზანო, მისაღები ზონა და საძინებელი ოთახი.
მეისი მილერი: “ამ სახლმა განქორწინების შემდეგ ახალი ცხოვრების დაწყების მოტივაცია გამიჩინა. და ახლა მაქვს ჩემი საკუთარი სახლი და ვარ თავისუფალი!”
მეისი მილერის მინიატურული სახლის დანარჩენი ფოტოები ჩვენს გალერეაში: