ქალებს მენსტრუაციის დროს, ისრაელის ერთ-ერთ ბარში, ფასდაკლება ექნებათ

უჩვეულო აქცია ისრაელში. თელ-ავივში მდებარე ერთ-ერთი ბარი ქალებს “კრიტიკულ დღეებში” სასმელებზე 25% -იან ფასდაკლებას სთავაზობს. ინფორმაციას BBC-ის რუსული ბიურო ავრცელებს.

აქციას ბარში Anna Loulou უკვე უწოდეს “bloody hour” ანუ “სისხლიანი საათი.”იდეის ავტორები ამბობენ, რომ ქალები, მენსტრუაციის დროს, განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებენ.

“იდეა მდგომარეობს იმაში, რომც ქალებს ვაგრძნობინეთ ყურადღებას და ზრუნვას. ჩვენ ვეუბნებით მათ, რომ გვესმის თქვენი მდგომარეობა, ვიცით, რომ ახლა განსაკუთრებულ სიტუაციაში ხართ და გვინდა, რომ საჩუქარი გაგიკეთოთ ამ ფასდაკლების სახით,”- აცხადებს ბარის მეპატრონე.

წყარო: imedinews.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები