„მანგომ“ საქართველო დატოვა



ქართულ ბაზარს ტანსაცმლის კიდევ ერთი ბრენდი ტოვებს. თბილისში „მანგოს” მაღაზიები ჭავჭავაძისა და პეკინის ქუჩებზე უკვე დახურულია. რატომ გადის ბაზრიდან “მანგო,” ბრენდის წარმომადგენელ კომპანია „ნოვო ჯგუფში” მიზეზებზე არ საუბრობენ.

ჯერჯერობით, მუშაობას განაგრძობს „ნოვო ჯგუფის” მართვაში დარჩენილი ერთადერთი მაღაზია „მექსი”, რომლის სათაო ოფისმა, მისი გაკოტრების შესახებ ჯერ კიდევ ორიოდე თვის წინ განაცხადა.

კომენტარები

სხვა სიახლეები