თბილისში ამბობენ, რომ ლევან ჯიბღაშვილისა და ბათუმელი ნინიკო ნაცარიშვილის სასიყვარულო ისტორია დამთავრდა. ლევანმა გადაწყვეტილება შეცვალა და ნინიკოს ცოლად მოყვანაზე უარი თქვა. თავად მსახიობმა ამ თემაზე კომენტარისგან თავი შეიკავა. ჩვენ ლევანის დედას დავუკავშირდით და ინფორმაცია გადავამოწმეთ. ქალბატონმა ნონა ჯიბღაშვილმა „პრაიმტაიმთნ“ დაადასტურა წყვილის დაშორების ამბავი. თუმცა, ვრცლად ამ თემაზე საუბრისგან თავი შეიკავა.
ნონა ჯიბღაშვილი:
– ნამდვილად დაშორდნენ, თუმცა ამ თემაზე მე ლევანის მაგივრად ნამდვილად ვერ ვისაუბრებ. პატივს ვცემ შვილის გადაწყვეტილებას.
– მიზეზი არ გიკითხავთ შვილისთვის?
– არა, რადგან ზუსტად ვიცი, რომ არ მეტყვის და არც არის ჩემი საქმე. მე იმ გოგონას მივიღებ, ვინც ლევანისთვის ძვირფასი იქნება. გახსოვთ ალბათ, ის ვრცელი პოსტი რომელიც ლევანს მივუძღვენი მაშინ დავწერე, როცა ნინიკოს არც ვიცნობდი. ეს არის ჩემი დამოკიდებულება ჩემი შვილის მომავალი ცოლისადმი და ეს ასე დარჩება ყოველთვის. ვინც იქნება მის გვერდით, ნინიკო, ქეთინო, თამარი თუ სალომე, მისთვის ვიქნები ისეთი დედამთილი, როგორიც ჩემს შვილს ეკუთვნის. ამ ეტაპზე მეტის თქმა არ შემიძლია.
წყარო: http://primetime.ge/news