ჩრდილოეთ კორეამ საკუთარი iPhone გამოუშვა

ჩრდილოეთ კორეის კომპანია Mangyongdae Information Technology Corporation-მა გამოუშვა სმარტფონი, რომელიც iPhone-ის ასლს წარმოადგენს. ჩრდილოეთ კორეაში ის Jindallae 3-ის სახელით გამოდის.
სააგენტო Nation News-ის ინფორმაციით, ახალი მოწყობილობის ფუნქციების შესახებ არაფერია ცნობილი. სააგენტომ დააგინა, რომ მას ფანარი, კალკულატორი და მუსიკალური პლეერი აქვს. ასევე სპეციალური ბრაუზერი ინტერნეტში სამუშაოდ. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ Jindallae 3 არა ჩრდილოეთ კორეაში, არამედ მის ფარგლებს გარეთ შეიმუშავეს და ის არა ორიგინალური Apple-დან, არამედ მისი ჩინური ანალოგებიდან არის გადმოღებული.

კომენტარები

სხვა სიახლეები