მუსიკალურ-გარდასახვითი შოუს – „ერთი ერთში“ მონაწილე მომღერალი სალომე ბაკურაძე ყოველი ნომრისთვის განსაკუთრებულად ემზადება. როგორც გაირკვა, მას ბერა ივანიშვილი გულშემატკივრობს, რაც ძალიან ახარებს.
„ბერას გულშემატკივრობის ამბავი რომ გავიგე, საიხარულისგან ლამის გავგიჟდი და გადავირიე! იმ „ლაივს“ დაესწრო, როცა კაცი „ვიყავი“ და „გავლიდერდი“. ვერ მიცნო. კინაღამ გაგიჟდა – ვერაფრით ვიფიქრებდი, თუ შენ იქნებოდიო! მას განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი…“, – განუცხადა ბაკურაძემ „გზას“.
წყარო: გზა