ბრიტანეთში შესაძლოა, მალე შიშველმა წყვილებმა იქორწინონ

ბრიტანეთში შესაძლოა, მალე შიშველმა წყვილებმა იქორწინონ. დიახ, თქვენ არ მოგესმათ – ეს სრული სიმართლეა. ინფორმაციას ამის შესახებ ერთ-ერთი რუსული სააგენტო, სანდო წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. ის ამბობს, რომ ყველაფერი 2013 წელს ბრიტანეთის სამეფოს მიერ ერთსქესიანი ქორწინების დაკანონებით დაიწყო.

რამდენადაც ცნობილი გახდა, ახალი იდეის ინიციატორი არასამთავრობო ორგანიზაცია British Naturism – ია. ის ნუდისტების ინტერესს წარმოადგენს. შესაბამისად, გაჩნდა ეჭვი, რომ შესაძლოა, საქორწინო ცერემონიალებზე ბრიტანელებმა მალე შიშველი წყვილები იხილონ.

აღსანიშნავია ისიც, რომ ახალი სტილით ქორწინებების ცერემონიალის ჩატარება იქ იქნება შესაძლებელი, სადაც ამას წყვილი მოინდომებს. იმ შემთხვევაში, თუ ინიციატივას მოიწონებენ და მიიღებენ ახალ კანონპროექტს, შესაძლებელია, რომ საქორწინო ცეემონიალი მაშინაც ჩაითვალოს ლეგალურად, თუ მას არარელიგიური ორგანიზაციები ჩაატარებენ.

კომენტარები

სხვა სიახლეები