მსახიობი მარიშკა ჯავახაძე, რომელიც სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“ „ბარბარე მანტკავას“ როლს ასრულებს, კომპლიმენტებს ძირითადად, ღიმილთან დაკავშირებით იღებს.
როგორც „სარკესთან“ ინტერვიუში აღნიშნავს, ყველაზე ხშირად მსახიობ ევა გრინს ადარებენ.
„როგორც ყველა ქალს, კომპლიმენტი მეც მსიამოვნებს. შეიძლება ერთმა კომპლიმენტმა განწყობა გამომიკეთოს. ხშირად მეუბნებიან რომ კარგი, ნათელი ღიმილი მაქვს, რაც ჩემთვის სასიამოვნოა. ასევე კომპლიმენტებს ვიღებ თვალებთან დაკავშირებითაც.
ალბათ უფრო ევა გრინს ვგავარ. ჩემს თავს დიდად ვერ ვამსგავსებ, თუმცა ირგვლივ იმდენმა ადამიანმა მითხრა, ჰგავხარო, მეც რაღაც მომენტებში ვამსგავსებ ჩემს თავს, თვალებით, გამოხედვით.
ალბათ არ ვგავარ ლივ ტაილერ და ჯულია რობერტსს, ორივე ძალიან მომწონს , მაგრამ ვთვლი, რომ ბევრად ლამაზები არიან, ვიდრე მე, განსაკუთრებით ლივ ტაილერი“, – აღნიშნავს მსახიობი.
მარიშკა ჯავახაძის თქმით, სიყვარული ადამიანის გარეგნობაზე აისახება.
„არამხოლოდ ქალის, კაცის გარეგნობაზეც აისახება. რადგან შინაგანი ენერგია თავლებს სხვანაირ ბრწყინვალებას აძლევს. მე არამხოლოდ სიყვარული მაძლევს ამას, შეიძლება კარგმა მუსიკამ, მეგობრებმა, მათმა შვილებმა გამიბრწყინონ თვალები“, – ამბობს მსახიობი.
წყარო:ჟურნალი “სარკე”