ტელეკომპანია abc news დრამატულ ვიდეოს ავრცელებს, რომელიც ჩეხეთის ქალაქ ჩეშკე ტრებოვაში უსაფრთხოების კამერებმა დააფიქსირეს.
ვიდეოზე ჩანს სპორტული დარბაზი, რომელშიც სპორტსმენები ჰოკეის ბურთით თამაშობენ. მოულოდნელად დარბაზის სახურავი ჩამონგრევას იწყებს. სპორტსმენებმა დარბაზიდან გაქცევა მოასწრეს, რამდენიმე წამში კი სახურავი მთლიანად დაინგრა. სპორტული კომპლექსი ახალი აშენებული იყო. როგორც ადგილობრივმა გუბერნატორმა განაცხადა, ის გამოძიებას პირადად გააკონტროლებს.
[youtube]https://www.youtube.com/watch?v=nPabqtZ8yTo&feature=youtu.be[/youtube]