15 წლის გოგონა მენსტრუალური ციკლის გამო საქათმეში მოათავსეს – მოზარდი გარდაიცვალა

ნეპალის პოლიცია 15 წლის გოგონას გარდაცვალებას იძიებს, რომელიც მენსტრუაციის გამო საქათმეში მოათავსეს. სახლიდან ის მშობლებმა გამოასახლეს და დროებით საქათმეში შეუშვეს, რომელიც ცუდად ნიავდებოდა. გოგონას შესცივდა, მან კოცონის დანთება გადაწყვიტა და მხუთავი გაზით გარდაიცვალა.
ტრაგედია აჩხამის რაიონში, პატარა სოფელში მოხდა, რომელიც ნეპალის დედაქალაქ კატმანდუდან 440 კილომეტრში მდებარეობს. ძველი ინდუისტური ტრადიციის მიხედვით, მენსტრუაციის დროს ან მშობიარობის შემდეგ ქალები „უწმინდურებად“ ითვლებიან. ზოგიერთი სოფლის მკვიდრებს მიაჩნიათ, რომ თუ ქალს ამ პერიოდში სხვაგან არ გადაასახლებენ, მათ უბედურება ელით, ნეპალის მთავრობამ ეს პრაქტიკა 2005 წელს აკრძალა, მაგრამ ზოგიერთ რაიონში ის შენარჩუნებულია.

კომენტარები

სხვა სიახლეები