აუტიზმით დაავადებული ბავშვი, რომელიც ადამიანებთან კონტაქტს ვერ ამყარებდა, ძაღლს ჩაეხუტა – ფოტო, ვიდეო

ბავშვი, რომელიც ამ ფოტოზეა გამოსახული, აუტიზმით არის დაავადებული. მასთან ვერავინ, მათ შორის მშობლები, კონტაქტს ვერ ამყარებდნენ. სამაგიეროდ, მან კონტაქტი დაამყარა ძაღლთან, სახელად “ტორნადო”, რომელიც სპეციალურად აუტიზმით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად არის გაწვრთნილი.
„ხედავთ ამას? მე ეს არასოდეს მიგრძვნია, ჩემი ხუთი წლის შვილი, რომელიც აუტიზმით არის დაავადებული, პირველად შეხვდა თავის ძაღლს, რომელიც ასეთი ბავშვების დასახმარებლად არის გაწვრთნილი. ჩვენ ორი წლის წინ საცხოვრებლად აშშ-დან იაპონიაში გადავედით და მას შემდეგ, „ტორნადოსთან“ შეხვედრას ველოდებოდით“, – დაწერა 5 წლის კაინოას დედამ შანა ნიეჰაუსმა.
ფოტოზე გამოსახულია დედის სახე, რომელსაც არ შეუძლია მოეფეროს, აბანაოს, ეთამაშოს თავის შვილს და რომელმაც დაინახა, რომ მისი შვილი მშვიდად აწევს ძაღლს.
„ამისთვის ღირდა ბრძოლა. ჩვენ ჩავაბარეთ უამრავი ანალიზი, შევავსეთ უამრავი საბუთი, ბუნებრივია, ეს ძალიან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. ახლა მე ვიცი, რომ „ტორნადოს“ წყალობით, ყველაფერი კარგად იქნება“, – დაწერა შანა ნიეჰაუსმა.

[youtube]https://www.youtube.com/watch?v=oky5CLv6H6I[/youtube]

[youtube]https://www.youtube.com/watch?v=LQAanIm3ezA[/youtube]

კომენტარები

სხვა სიახლეები