გახდა თუ არა ზუზუ ბეჟაშვილი თაღლითობის მსხვერპლი და რას სთხოვს ის ნინო ჩხეიძის ტელევიზიას

მსახიობი ზუზუ ბეჟაშვილი, სავარაუდოდ, თაღლითობის მსხვერპლი გახდა. უფრო დეტალურად ამის შესახებ მან Amebi.ge-სთან ისაუბრა.

– დამიკავშირდა ვინმე გიორგი ჯაფარიძე, რომელმაც მითხრა, რომ “აფხაზეთის ხმის” ტელევიზიისთვის ამზადებდა გადაცემებს, რომლის წამყვანიც მე უნდა ვყოფილიყავი. შევთანხმდით ხელფასზე და გარკვეულ პირობებზე. ერთ საღამოში ვიღებ 1500 ლარს, მაგრამ მყავს დედა და ვიხდი ბინის ქირას, ამიტომაც დავთანხმდი მათ მიზერულ ხელფასზე, რომელიც ჩემი სტაბილური შემოსავალი იქნებოდა. მთელი თვის გადაცემები ჩავწერეთ. როცა მოვითხოვე ჩემი კუთვნილი ხელფასი, ეს გიორგი ჯაფარიძე ჯერ მატყუებდა, დღეს იქნება ხვალ იქნებაო, მერე მეუბნებოდა, დედაჩემს, ციცის ეხებაო. მივწერე “აფხაზეთის ხმის” ხელმძღვანელს, ნინო ჩხეიძეს. თავდაპირველად მომწერა, არ მითხრა ახლა, რომ შენც გადაგაგდოო, მაგრამ იმის შემდეგ, რაც მივწერე პასუხი, ნინოსაც აღარ მოუწერია. მე გადასაგდები ადამიანი ნამდვილად არ ვარ. ამას გარდა, მთელ თბილისში თავი მომჭრეს. ცნობილი ადამიანები მათ უარს ეუბნებოდნენ სტუმრობაზე, მე ყველა დამთანხმდა, მათ შორის ისეთი ადამიანებიც, ვინც არ დადის სატელევიზიო შოუებში და რა გამოვიდა? გადაცემა არ გადის ეთერში.

– არ აპირებთ უჩივლოთ?

– ცუდად მოვიქეცი – კონტრაქტი არ გამიფორმებია მათთან, რეკლამები ვიშოვე, ვიმუშავე და ფსიქიკურად დამშალეს… რომ გაგქურდავენ, ისეთი გრძნობა მაქვს. ფაქტობრივად, ქუჩაში ვარ და ვიღაც გიორგიმ გადამაგდოს, ეგრე, არ არის. ეს ორი ცალი ორუჯრედიანი ტიპი რას ემსახურება. სახლი მე არ მაქვს, მამა მე არ მყავს. “აფხაზეთის ხმამაც” უნდა მოსთხოვოს პასუხი, თუ მისი სახელით სარგებლობენ. ეს რა ხერხია, ვერ მივხვდი.

წყარო:ambebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები