ძროხის ხორცი წითელი ღვინის სოუსში

ინგრედიეტები: 4 სუფრის კოვზი კარაქი, 700გრამი ძროხის ხორცი, 4 კბილი ნიორი, ერთი ჩაის კოვზი ქონდარი, 3 თავი ხახვი,1 სუფრის კოვზი ფქვილი, 2 ჭიქა წითელი მშრალი ღვინო, 2 ჭიქა ძროხის ხორცის ნახარში.
მომზადების წესი: ხორცი მრგვალად დავჭრათ, დავბეგვოთ, პილპილი და მარილი დავაყაროთ. შემდეგ ორივე მხრიდან კარაქში შევწვათ, თეფშზე გადმოვიღოთ და ფოლგაში შევახვიოთ. იმავე ჭურჭელში, სადაც ხორცი შევწვით, დავუმატოთ ნიორი, წვრილად დაჭრილი ხახვი, ქონდარი და3 წუთის განმავლობაში ვშუშოთ.დავუმატოთ ფქვილი და კიდევ 1 წუთი გავაჩეროთ. ხორცის ნახარშს ღვინო დავუმატოთ და 12 წუთის გამნავლობაში ვხარშოთ, განუწყვეტლად ვურიოთ სანამ სოუსი არ შესქელდება. ბოლოს მზა ხორცი დავუმატოთ და 1 წუთი გავაჩეროთ.

კომენტარები

სხვა სიახლეები