ინტერნეტ-სივრცეში ცნობილი ქართველი წყვილის, ლაშა კალანდაძის და მარიამ ხორგუაშვილის დაშორების შესახებ ალაპარაკდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, მოდელის და ფეხბურთელის ოჯახი მესამე პირის ჩარევის გამო დაინგრა. ჭორის გადასამოწმებლად “მიუზიკ ბოქსი“ მარიამ ხორგუაშვილს დაუკავშირდა.
– მარიამ, რატომ დაშორდით თქვენ და ლაშა?
– მე და ლაშა არ დავშორებულვართ. მის სურათებს აღარ ვდებ სოციალურ ქსელში და ამიტომაც გავრცელდა ეს ჭორი.
– რატომ აღარ დებთ ლაშას ფოტოებს?
– ლაშა ძირითადად სულ ვარჯიშზეა, დატვირთული გრაფიკი აქვს და ამიტომ მიწევს მარტო გადაღებული ფოტოების დადება სოციალურ ქსელში.
– ამბობენ, რომ მესამე პირი გახდა თქვენი დაშორების მიზეზი…
– არანაირი მესამე პირი არ არსებობს მე და ლაშას შორის. ტყუილია ყველაფერი.
– ჩვენთვის ცნობილია, რომ მოსკოვში აპირებთ გამგზავრებას, რას უკავშირდება თქვენი ვიზიტი რუსეთში?
– ნამდვილად მივემგზავრები რუსეთში, უბრალოდ მოსკოვის დათვალიერება მინდა და სწორედ ამის გამო ვაპირებ გამგზავრებას.
– გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსი რეპერი იგორ კრედი მოხიბლულია თქვენით და საკუთარ კლიპში გადაღებას გთავაზობთ, მართალია?
– იგორ კრედისთან საქმიანი ურთიერთობა არ მაქვს. ის უბრალოდ ინსტაგრამზე მწერდა, საკუთარ კონცერტზე დამპატიჟა. როცა მოსკოვში ვიქნები, მაშინ თუ ჩაატარებს კონცერტს კრედი, სიამოვნებით დავესწრები.
წყარო:http://musicbox.ge