ინგრედიენტები: პამიდორი – 500 გრ; კიტრი – 500 გრ; ყველი ფეტა ან ბრინზა 400 გრ; უკურკო ზეთის ხილი – 1 ქილა; ხახვი – 2 თავი; სალათის ფურცელი – 5 ცალი; ზეითუნის ზეთი, მარილი , პილპილი და რეჰანი – გემოვნებით.
მომზადების წესი: პომიდორი და კიტრი გავრეცხოთ და დავჭრათ. ყველი დავჭრათ კუბებად, ხახვი და ზეთის ხილი კი მრგვლად. თეფშზე სალათის ფურცლები დავაფინოთ და ყველა ინგრედიენტი მოვათავსოთ. ბოლოს მოვასხათ ზეითუნის ზეთი და წვრილად დაჭრილი რეჰანი მოვაყაროთ.
Next Post
სხვა სიახლეები