“ჩვენი ურთიერთობა ზღვარზე იყო. მისი სილამაზე სადღაც ქრებოდა…” – ზღაპრული სიყვარულის დასასრული

სილამაზე, პოპულარობა და ფული არ ყოფილა სამკარისი ბედნიერებისათვის ყველაფერს დავიჯერებდი მათი სიყვარულის სიკვდილის გარდა… მახსოვს, მისტერ და მისის სმიტები ვიდრე ჩაეშვებოდა გაყიდვაში, როდესაც მათ ვუყურებდი, სულ მიკვირდა, როგორ შეიძლება ასეთი იდეალური ორი ადამიანი ერთად არ ყოფილიყო? და, ჰოი, საოცრებავ, მალე ჯოლი-პიტის ოჯახიც შეიქმნა და მათ ერთად 10 წელზე მეტი “გაძლეს”… ჰო, გაძლეს, რადგან ბოლოს მათი ურთიერთობა მხოლოდ გაძლებას ჰგავდა და მეტს არაფერს.
ფოტოგალერეა
ზოგი ამბობს, ანჯელინამ ბრედი ჯენიფერ ენისტონს რომ დააცილა, წყვილს ამის გამო უწიეს ცოდვებმაო, მაგრამ კარგით რა… ვერავინ ვერავის აცდუნებს და აშორებს, თუ წყვილს შორის პრობლემები არ არის. ახლაც ასე მოხდა. დედის გარდაცვალების და რთული ოპერაციებისგან მღებული ფსიქოლოგიური და ფიზიკური ტრამვების შემდეგ, ერთ დროს მსოფლიოში ყველაზე სექსუალურ და ლამაზ ქალად აღიარებული, ოსკაროსანი მსახიობი ანჯელინა ჯოლი, უბედურ ცოლს დაემსგავსა და სიყვარულის ზღაპარიც დამთავრდა.
შეიძლება ჩემი სენტიმენტების და ამ ორი მსახიობის მიმართ განსაკუთრებული გრძნობების ბრალია ასე რომ განვიცდი, მაგრამ, ფაქტია, ორი დღეა მხოლოდ მე არ ვარ დანაღვლიანებული ბოლო დროის ყველაზე გახმაურებული განქორწინების გამო.
მაშინ, როდესაც ამ საუკუნეში სიყვარულის და ბედნიერი ურთიერთობების თითქმის აღარავის სჯერა, ეს წყვილი, თავისი 6 შვილით იდეალური სიყვარულის მაგალითი იყო ჩემთვის. ამდენწლიანი სიყვარულის შემდეგ ეს იდეალიც გაქრა… ბევრს სასაცილოდაც არ ჰყოფნის ეს ყველაფერი, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ ადამიანი მილიონერი და ცნობილი მსახიობია, არ ნიშნავს, რომ არ სტკივა და არ განიცდის… ხომ ხედავთ… სილამაზე, პოპულარობა და ფული არ ყოფილა საკმარისი ბედნიერებისათვის.
და მაინც, რა არის საჭირო იმისათვის, რომ წყვილები არ შორდებოდნენ, იმისათვის, რომ სიცოცხლის ბოლომდე ბედნიერები იყვნენ?!ბევრი უსამართლობა ხდება ქვეყანაზე, ყოველ დღე, ყოველ წამს და ყველაზე დიდი უსამართლობა სიყვარულის გაქრობაა ჩემი აზრით. ბლოგს, ბრედ პიტის სიტყვებით დავასრულებ, რომელიც ერთ დროს თავის ცოლს მიუძღვნა და მისი წაკითხვის შემდეგ კიდევ უფრო რთული იქნება იმის დაჯერება, რომ მათ სიყვარულსაც ჰქონია დასასრული:
“ჩემი ცოლი ავად გახდა. მუდმივად ნერვიულობდა სამსახურებრივი და პირადული, აგრეთვე ბავშვებთან დაკავშირებული პრობლემების და წარუმატებლობების გამო. 15 კგ დაიკლო წონაში და 35 წლის ასაკში დაახლოებით 40კგ-ს იწონიდა. გახდა, გამუდმებით ტიროდა და ბრაზს იყრიდა ყველაზე და ყველაფერზე. არაფერი ახარებდა. მუდმივად უჩიოდა თავისა და გულის ტკივილს, ასევე ტკივილს ზურგსა და ნეკნის არეში. ცუდად ეძინა, მხოლოდ გამთენიისკენ ჩათვლემდა ხოლმე, იღლებოდა და ვეღარ ახერხებდა გამოძინებას.
ჩვენი ურთიერთობა ზღვარზე იყო. მისი სილამაზე სადღაც ქრებოდა, თვალის ქვეშ შავი ჩრდილები გაუჩნდა, წელში მოიხარა და ნაკლებად ზრუნავდა საკუთარ გარეგნობაზე. უარს აცხადებდა ფილმებში გადაღებაზე და საერთოდ ყველანაირ როლზე. იმედი დავკარგე და უკვე ვფიქრობდი, რომ მალე დავშორდებოდით.
მაგრამ შემდეგ გადავწყვიტე მემოქმედა. მე ხომ წილად მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ქალი მხვდა. ის მთელი მსოფლიოს მამაკაცების უმეტესობისათვის იდეალური ქალია და მხოლოდ მე მაქვს უფლება დავიძინო და გავიღვიძო მის გვერდით, მოვეხვიო მის მხრებს… შევუდექი მის გამხნევებას – ვანებივრებდი ყვავილებით, კოცნით და კომპლიმენტებით. ვუკეთებდი სიურპრიზებს, ვახარებდი ყოველწუთიერად, ვჩუქნიდი საჩუქრებს და ვცხოვრობდი მხოლოდ მისთვის. ყველა თემას მას ვუკავშირებდი. ვაქებდი ჩვენს საერთო მეგობრებთან.
არ დაიჯერებთ და ის აყვავდა. გახდა კიდევ უფრო ლამაზი, ვიდრე ადრე იყო. მოიმატა წონაში, შეწყვიტა ნერვიულობა და შევუყვარდი კიდევ უფრო მეტად, ვიდრე უწინ. არც კი ვიცოდი, რომ მას ასეთი სიყვარული შეეძლო. ერთი რამ დავადგინე: ქალი მამაკაცის ანარეკლია, თუკი მას სიგიჟემდე შეიყვარებთ, ის ასევე გიპასუხებთ…”

წყარო:http://www.kvirispalitra.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები