ქალმა საკუთარი შვილი ცოცხლად დაწვა

 ეს საზარელი შემთხვევა რუსეთში, ხაბაროვსკის ოლქში მოხდა. ქალმა ღუმელში შეაგდო ახალშობილი გოგონა და დაელოდა, სანამ ბოლომდე არ დაიწვებოდა. როგორც გამომძიებელმა აღნიშნა, ქალი ორსულობის მეცხრე თვეში იყო, როცა ეჭვი შეეპარა, შეძლებდა თუ არა დედობას: იმ დროისთვის არ ჰქონდა ფული და მუდმივი საცხოვრებელი. მშობიარობა მაშინ დაეწყო, როცა ერთ-ერთი საწარმოო ბაზის ტერიტორიაზე იმყოფებოდა. არ მიუმართავს სამედიცინო დაწესებულებებისთვის და იქვე იმშობიარა, რადგან წინასწარ გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ ბავშვს მოიშორებდა. საქმის მასალების მიხედვით, ღუმელში არ იყო საკმარისად მაღალი ტემპერატურა, რომ გვამი მთლიანად გაენადგურებინა, ამიტომ ქალმა დარჩენილი ნაწილები საზოგადოებრივ ტუალეტში ჩააგდო – სწორედ იქ იპოვეს გვამი და მიაგნეს მკვლელ დედასაც. ახლა საზოგადოებას ელის ხმაურიანი სასამართლო პროცესი და საკმაოდ მკაცრი განაჩენი, რომელსაც მკვლელ დედას გამოუტანენ.

წყარო: http://bulvari.ge/

კომენტარები

სხვა სიახლეები