როგორი იქნება 2015 წელს დაბადებული თქვენი პატარა

  ასტროლოგები თვლიან, რომ დამდეგი 2015 წელი ერთობ პოზიტიური და შედარებით მშვიდი ტენდენციებით იქნება გამოხატული. წლის მმართველი ხის სტიქიის გავლენით ბუნებასთან მეტი კავშირი, ეკოლოგიის მიმართ მეტი ყურადღება, კვებისა და ჯანდაცვის საკითხების წინ წამოწევის საკითხი ერთ-ერთი აქტიური თემა იქნება. ამიტომ ასტროლოგები 2015 წელს ერთ-ერთ საუკეთესო პერიოდად მიიჩნევენ ორსულობა-მშობიარობის კუთხით. შესაბამისად, მათ ვინც უკვე ელის პატარას, ან მათ ვინც სამომავლოდ გეგმავს მშობლის ტვირთის ზურგზე წამოკიდებას, მოკლე ინფორმაციას გავაცნობთ იმის შესახებ თუ როგორი იქნება ლურჯ-მწვანე თხის წელიწადში დაბადებული თქვენი “ბეკეკა”.
თხის წელიწადში დაბადებული ბავშვები, ზოგადად აქტიური, კომუნიკაბელური და მოძრავი ინდივიდები არიან. თხა ძალზე გამჭრიახი და მოქნილია ურთიერთობაში. მას უყვარს მხიარული თავყრილობები და ხშირადაა სამეგობროს სული და გული. ამიტომ უნდა იცოდეთ, რომ თქვენი შვილი სამომავლოდ სოციალურად აქტიური და დინამიური პიროვნება გაიზრდება.
თხები ცნობისმოყვარეები და ცოტათი ჭორიკანებიც არიან. მათ უყვართ მხიარული მასლაათი სხვადასხვა, თუნდაც არცთუ არსებით ან ყოფით თემებზე. ამიტომ პატარა ბეკეკას დიდი ალბათობით ძნელად თუ გააძევებთ ხოლმე სტუმრების მოსვლისას ოთახიდან.
თქვენს შვილს ძალიან ეყვარება მოგზაურობა და წიგნები. მოუმარაგეთ მას სხვადასხვა ტიპის, ვიზუალურად კარგად გაფორმებული მხატვრული ლიტერატურა. სწორად მიღებული განათლება თხისთვის ერთ-ერთი, მყარი და მომგებიანი კაპიტალია, რომლის მეშვეობითაც სამომავლოდ თქვენი შვილი მაღალ სოციალურ სტატუსს და კარგ სანაცნობოს მოიპოვებს.
თხის წელში დაბადებული ბავშვები კონტაქტურები და კომუნიკაბელურები არიან. მათ აქვთ ძალიან კარგად განვითარებული ფინანსური ალღო. ამიტომ შესაძლოა ოჯახში მომავალი ფინანსისტი, ბიზნესმენი ან ბანკირიც გეზრდებოდეთ. არანაკლებ მოსალოდნელია ისიც, რომ თქვენმა შვილმა მომავალ პროფესიად ექიმობა, დიეტოლოგობა, ეკოლოგობა ან გარემოს დაცვის სფეროში მოღოვაწეობა აირჩიოს. თხისთვის ამგვარი საქმიანობა სავსებით მისაღებია.

კომენტარები

სხვა სიახლეები