ცოტა ხნის წინ ინტერნეტში ჰოლივუდელი მსახიობის, ორლანდო ბლუმისა და მისი მეგობარი ქალის, კეტი პერის ფოტოები გამოქვეყნდა, რომლებზეც ორლანდო შიშველია.
ამ ფაქტზე კომენტარი გააკეთა ბლუმის ყოფილმა ცოლმა, მირანდა კერმა.
„ჩვენ ინტერნეტით რაღაცაზე მიმოწერა გვქონდა, როდესაც ორლანდომ მაცნობა, რომ ასეთი ფოტოები გავრცელდა. ნეტავი, რაზე ფიქრობდი? – ვუთხარი მე“, – განუცხადა კერმა ჟურნალისტებს.
თავად ბლუმმა იხუმრა ფოტოზე, სადაც მის ინტიმურ ნაწილს შავი მართკუთხედი ფარავს. მან თქვა, რომ ჟურნალისტების მიერ გაკეთებული მართკუთხედი „სწორი ფორმის იყო“.