ინგრედიენტები: ნესვი – 1 კგ; შაქარი – 1 კგ; წყალი -1 ჭიქა; კონიაკი -2 ს/კ.
მომზადების წესი: ნესვს კანი მოვაცალოთ და დავჭრათ. კონიაკი მოვასხათ, 600 გრ. შაქარი მოვაყაროთ და ორი საათით მაცივარში შევდგათ.
დარჩენილი შაქრისა და წყლისგან სიროპი მოვხარშოთ და ნესვს დავასხათ. დავტოვოთ ასე 8-9 საათი. შემდეგ წამოვადუღოთ და ვხარშოთ, სანამ არ იქნება მზად. ნესვი და სიროპი გამჭვირვალე ქარვისფერი უნდა იყოს.