ამერიკულ შტატ არიზონას ერთ-ერთ რესტორანში მამაკაცმა ოფიციანტებს დამატებით რეკორდული თანხა – 11 000 დოლარი დაუტოვა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 27 დეკემბერს საღამოს მამაკაცი ქალთან ერთად იტალიურ რესტორან Crudo-ში ვახშმობდა. თავიდან მათ ოფიციანტს დამატებითად 1000 დოლარი დაუტოვეს, შემდეგ კი ცოტა ხანს კიდევ შეყოვდნენ. მეორე ანგარიშის გადახდისას მამაკაცმა კიდევ 10 000 დოლარი დატოვა.
ცნობილია, რომ მამაკაცმა საკუთარი სახელი საიდუმლოდ დატოვა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ამავე მამაკაცმა ოფიციანტებს წინა წელსაც დიდი თანხა – 2 500 დოლარი დაუტოვა.
Prev Post
სხვა სიახლეები