ჰოლანდიაში დამნაშავეების სიმცირის გამო ციხეები იხურება

ჰოლანდიაში 19 ციხე დაიხურა, მიზეზი დამნაშავეების მცირე რაოდენობა იყო. ზაფხულის დასასრულისთვის კიდევ ხუთი დაიხურება. სასჯელაღსრულების დაწესებულების გაუქმების შედეგად სამსახურის გარეშე უკვე 2 ათასამდე ადამიანი დარჩა.
ციხეების შესავსებად ჰოლანდიაში გასული წლის სექტემბერში ნორვეგიიდან 240 პატიმარი გადაიყვანეს. ქვეყნის იუსტიციის მინისტრმა, არდ ვან დერ სტერმა პარლამენტს განუცხადა, რომ ნახევრად ცარიელი დაწესებულებების შენახვა ქვეყნისთვის ზედმეტი ხარჯია. Techinsider-ი წერს, რომ ჰოლანდიაში კრიმინალის დაბალი მაჩვენებლის ერთ-ერთი მიზეზი ნარკომომხმარებლების მიმართ რბილი დამოკიდებულება და მათ რეაბილიტაციაზე ფოკუსირებაა.

წყარო:http://fortuna.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები