მომღერალ სელინ დიონისთვის 2016 წელი ძალიან რთულად დაიწყო. რამდენიმე კვირის ინტერვალით დიონს მეუღლე და ძმა გარდაეცვალა. ახლახან მომღერლის გულწრფელი ინტერვიუ გავრცელდა, რომელშიც დიონი მეუღლის გარდაცვალებასთან დაკავშირებულ ემოციებს იხსენებს.
სელინის თქმით, ბოლო თვეების მანძილზე მისი ოჯახი იმ იმედით ცხოვრობდა, რომ ყველაფერი თავისით მოგვარდებოდა, თუმცა სასწაული არ მოხდა და სელინის 73 წლის მეუღლე რენე ანჯელილი კიბოთი გარდაიცვალა.
„იყო დრო, როდესაც ძალიან მეშინოდა. ის მაშინ მეუბნებოდა: დასასრული ახლოსაა, მე ვგრძნობ ამას. მე აღვშფოთდებოდი ხოლმე და ვპასუხობდი: „ამას როგორ ამბობ, რამე ტკივილს გრძნობ?“. ახლა მჯერა, რომ ადამიანები რაღაცას გრძნობენ, როდესაც ყველაფერი ფინალამდე მიდის“, – ამბობს დიონი.
მომღერლის თქმით, 48 წლის ასაკში მან მთელი ცხოვრების სიყვარული დაკარგა.