ქათამი ნივრის სოუსით

 

ინგრედიენტები:
ქათმის ბარკლები (ძვლებგამოცვლილი) – 6 ცალი;
ფქვილი – ½;
წიწაკა ჩილი – 1 ს/კ;
მარილი – ½ ჩ/კ;
პილპილი – ½ ჩ/კ;
წითელი წიწაკა – 1 ჩ/კ;
სოიოს სოუსი – 2 – ს/კ;
ნიორი – 4 კბილი.

მომზადების წესი: ღუმელი 190 გრადუსზე გავახუროთ. თასში ფქვილი და წიწაკა ჩილი შევურიოთ. ქათმის ბარკლები მიღებულ მასაში ამოვავლოთ, მარილი და წიწაკა მოვაყაროთ. შემდეგ საცხობ ფორმაში ჩავალაგოთ. ცალკე თასში სოიოს სოუსი და ნიორი შევურიოთ. ზემოდან მოვასხათ ბარკლებს. ფორმას ფოლგა შემოვახვიოთ და ღუმელში 30 წუთით მოვათავსოთ. შემდეგ ფოლგა მოვაცილოთ და ღუმელში კიდევ 15 წუთი გაჩეროთ.

კომენტარები

სხვა სიახლეები