თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის ქალიშვილი გათხოვდა. ქორწილი სტამბოლში გაიმართა.
სუმეი ერდოღანმა თურქ ბიზნესმენ სელჯუკა ბაირაკტარაზე იქორწინა.
ქორწილის ცერემონიალზე უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები იყო მიღებული. საქორწინო ცერემონია სტამბოლის კულტურის ცენტრში შედგა, სადაც პრეზიდენტი ერდოღანი და მისი ოჯახის წევრები ვეტმფრენით მივიდნენ. ახალგაზრდა წყვილი სადღესასწაულო დარბაზში მოკრძალებული ავტომობილით მივიდა.
ახალდაქორწინებულების ხელისმომკიდეები პრემიერ-მინისტრი ახმედ დავითოღლუ და გენშტაბის უფროსი გენერალ ხულუს აკარი იყვნენ.
[youtube]https://www.youtube.com/watch?v=Zrxt1_P7no8[/youtube]