ინგრედიენტები: ფქვილი – 500 გრ, საფუარი – 40 გრ, რძე – 2 მლ, კარაქი – 100 გრ, კვერცხი – 5 ცალი, ქიშმიში – 80 გრ, ილი – ¼ ჩ/კ, მუსკატის კაკალი – ¼ ჩ/კ, შაქარი – 100 გრ, კონიაკი – 2 ს/კ, მარილი – ¼ ჩ/კ, ვანილი, ლიმონის ცედრა, ცუკატები.
მინანქრისთვის: კვერცხის ცილა – 1 ცალი, შაქრის პუდრა – 1/3 ჭიქა, ლიმონის წვენი – 1ჩ/კ.
მომზადების წესი: გამთბარ რძეში საფუარი ჩავყაროთ, 1 ს/კ შაქარი და ცოტაოდენი ფქვილი დავუმატოთ. კარგად ავურიოთ და 20- 25 წუთით სითბოში დავდგათ, რომ გაფუვდეს. ცალკე თასში კვერცხის გულები შაქართან ერთად ავთქვიფოთ, გამდნარი კარაქი, კონიაკი, ვანილი დავუმატოთ და კარგად ავურიოთ. ეს ყველაფერი გაფუებულ მასაში შევურიოთ, შემდეგ ლიმონის ცედრა, მუსკატის კაკალი, დარჩენილი ფქვილი დავუმატოთ და კარგად ავურიოთ. ცომი 1 საათით თბილ ადგილას მოვათავსოთ. როცა ცომი ამოვა, ნიგოზი და ქიშმიში დავუმატოთ. შემდეგ ფორმაში მოვათავსოთ და 30 წუთით გავაჩეროთ, რომ ისევ ამოვიდეს. ღუმელი 180 გრადუსამდე გავახუროთ და პასქა 35 წუთით გამოვაცხოთ მოვათავსოთ. შემდეგ 160 გრადუსამდე დავუწიოთ და 25 წუთი ვაცხოთ. მზა პასქა ფორმიდან გადმოვიტანოთ და ცხელს მინანქარი მოვასხათ. ბოლოს ცუკატებით მოვრთოთ. მინანქარი: კვერცხის ცილა შაქრის პუდრასთან ერთად ავთქვიფოთ. შემდეგ ლიმონის წვენი დავუმატოთ. მასა თეთრი და წებოვანი უნდა იყოს. როგორც კი პასქა გამოცხვება, მინანქარი მაშინვე მოვასხათ.
სხვა სიახლეები