აშშ-ის ქუჩებში მოსეირნე ვეფხვი დაიჭირეს

ამერიკულ ქალაქ ჰიუსტონში ქუჩებში მოსეირნე ვეფხვი დაიჭირეს. მანამდე ცხოველის ქუჩაში დანახვის შესახებ ზარი პოლიციაში გაისმა. სამართალდამცავებმა ვეფხვი დაიჭირეს, ფოტო გადაუღეს და ფეისბუქის მეშვეობით საზოგადოებას პატრონის პოვნაში დახმარება სთხოვეს.
როგორც გაირკვა, რამდენიმე დღის წინ წყალდიდობის გამო ვეფხვი ერთ-ერთი ფერმა-თავშესაფრიდან იყო ევაკუირებული, რის შემდეგაც ცხოველი მოუმზადებელ ადამიანს მიაბარეს. ისე მოხდა, რომ ვეფხვი გაიქცა. მას ყელსაბამი ჰქონდა გაკეთებული, წინა თათებზე კი ფრჩხილები მოჭრილი ჰქონდა. უცხოური მედიის ცნობით, ჯერ ეჭვმიტანილების სახელები ცნობილი არ არის. მათ აუცილებელი ნებართვის არქონის გამო ჯარიმის გადახდა მოუწევთ.

კომენტარები

სხვა სიახლეები