ქეით მიდლტონი, პრინცები – ჰარი და უილიამი ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებზე კამპანიას ჩაატარებენ

ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრები, პრინცები – ჰარი, უილიამი და ქეით მიდლტონი ფსიქიკური ჯანმრთელობის მიმართ ნეგატიურ დამოკიდებულებასთან ბრძოლის კამპანიაში მიიღებენ მონაწილეობას.

აქცია Heads Together-ის მიზანია ფსიქიკური პრობლემების აღიარებაში ადამიანების დახმარება. უცხოური მედიის ინფორმაციით, სამეფო ოჯახი ითანამშრომლებს საქველმოქმედო ორგანიზაციებთან, რომლებიც ამ სფეროში მუშაობენ. აღნიშნული აქცია ორგანიზაციების და ბრიტანეთის სამეფო ოჯახის უმსხვილესი ერთობლივი პროექტია. მანამდე ქეით მიდლტონმა და აშშ-ს პირველმა ლედიმ მიშელ ობამამ ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ სტატიები დაწერეს.

კომენტარები

სხვა სიახლეები