კომპანია Victoria’s Secret-ი საცურაო კოსტიუმების გაყიდვაზე უარს ამბობს, – წერს უცხოური მედია. მანამდე ბრენდის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ 200 სამუშაო ადგილის შემცირებას და საქონლის გარკვეულ კატეგორიებზე უარის თქმას გეგმავს, რადგან კონცენტრაცია უნდა მოხდეს საკვანძო პროდუქციაზე. კომპანიის ინფორმაციით, სხვა საქონელთან ერთად საუბარია ასევე საცურაო კოსტიუმების გაყიდვის გაუქმებაზე.
ცნობილია, რომ Victoria’s Secret-ი საცურაო კოსტიუმების გაყიდვას 2016 წლის დასრულების შემდეგ შეწყვეტს, ამის შედეგად მაღაზიებში განთავისუფლებულ სივრცეებს კი აქტიური დასვენებისთვის შექმნილი ტანსაცმლით შეავსებს.