ინგლისში მნიშვნელოვან სტუმრებს ხვდებიან. ლონდონს ოფიციალური ვიზიტით აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა და მისი მეუღლე მიშელი ეწვივნენ. სამეფო ოჯახი ამერიკის პირველ პირებს სრული შემადგენლობით დახვდა. პრინც უილიამს, ქეით მიდლტონს და პრინც ჰარის 2 წლის დასაძინებლად მომზადებული პრინცი ჯორჯიც შეუერთდა. პატარა მემკვიდრემ სტუმრებთან შეხვედრის სურვილი თავად გამოთქვა. მანამდე ჯორჯს არ ჰქონდა შესაძლებლობა ობამასთვის მადლობა გადაეხადა საჩუქრისთვის, რომელიც პრეზიდენტმა მას დაბადების დღეს გაუკეთა. აშშ-ს პრეზიდენტმა პრინცს ხის ცხენი აჩუქა. ჯორჯი საყვარელ სათამაშოზე ქანაობდა და სიამოვნებით პოზირებდა კამერის წინ. შემდეგ პატარა პრინცმა ობამას ხელი ჩამოართვა და დასაძინებლად წავიდა.
ინგლისში ვიზიტის ფარგლებში ობამა ასევე დედოფალს, ელისაბედ II-ს და პრემიერ-მინისტრს დევიდ ქემერონს შეხვდა.
სხვა სიახლეები