ლიზა მამიაშვილი 15 წლის მსახიობია, რომელიც რუსეთში მოღვაწეობს. გასული წლის ზაფხულში ის სერიალში „ოჯახური ბიზნესი“ გადაიღეს. ლიზა რუსეთის სპორტული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის, მიხეილ მამიაშვილის ქალიშვილია. თუმცა ამბობს, რომ მამას არაფერს სთხოვს და ცდილობს, სამსახიობო კარიერაში გზა დამოუკიდებლად გაიკაფოს. ლიზა ამბობს, რომ მსახიობობა 7 წლის ასაკში გადაწყვიტა და ახლა მისი ოცნება რეალობად იქცა.