დიდი ბებია ელისაბედ II – სამეფო ოჯახის ყველა თაობა და დედოფალი (ფოტო, ვიდეო)

დედოფალი ელისაბედ II, რომელიც დღეს 90 წლის იუბილეს აღნიშნავს, არა მარტო მონარქია, არამედ დედა, ბებია და დიდი ბებიაც კი. სურათი, რომელზეც ელისაბედი შვილიშვილებთან და შვილთაშვილებთანაა აღბეჭდილი, ამერიკელმა ფოტოგრაფმა ენი ლეიბოვიცმა ერთი თვის წინ უინძორის სასახლეში გადაიღო. დღეს კი ბუკინგემის სასახლეში მიღებული გადაწყვეტილებით ფოტო დედოფლის 90 წლის იუბილეს მიუძღვნეს და გამოაქვეყნეს. დედოფალს კალთაში 11 თვის პრინცესა შარლოტა უზის. ელისაბედის შვილთაშვილმა მიამ კი გადაღებისთვის მოულოდნელად დიდი ბებიის ჩანთა ხელში დაიკავა და კამერის წინ პოზირება დაიწყო.

ზაზა გიგაური

 

 

კომენტარები

სხვა სიახლეები