სად გაიკეთა ტატუ მაიკლ ჯექსონის ქალიშვილმა? (ფოტო)

მაიკლ ჯექსონის ქალიშვილი სრულწლოვანი გახდა. 18 წლის იუბილეზე პერისმა საკუთარ თავს უჩვეულო საჩუქარი გაუკეთა – ტატუ ტუჩის შიდა მხარეზე. ცნობილია, რომ პოპის მეფის ქალიშვილი მომღერალ მაილი საირუსის სტილს იმეორებს და ბაძავს კუმირს ყველაფერში, მათ შორის უჩვეულო ადგილებში ტატუს გაკეთებაა. პერის ჯექსონს ჯგუფი Motley Crue განსაკუთრებულად უყვარს, ამიტომ ტატუზე Motley დაიწერა და ფოტო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. ჯგუფის მუსიკოსმა ტომი ლიმ ასე გადაუხადა მადლობა პერის: „ო, ღმერთო! პერის ჯექსონ, შენ შესანიშნავი არსება ხარ!“
ამ კომენტარს პერისმა უპასუხა: „ტუჩებზე ტატუს უმეტესობა დროებითია, მაგრამ თქვენ 12 წლიდან მიყვარხართ, ამიტომ ვიფიქრე – რატომაც არა. მიხარია, რომ მოგეწონათ!“
13022230_1166819933358243_44846141_n

კომენტარები

სხვა სიახლეები