გრეიპფრუტის ლიმონათი დარიჩინით

ინგრედიენტები: გრეიპფრუტის წვენი – 500 მლ. გაზიანი წყალი – 500 მლ. წყალი – 1 ჭიქა, შაქარი – 1 ჭიქა, დარიჩინი – 2 ჩხირი, ანისის ვარსკვლავი, პიტნა, ყინული.
მომზადების წესი: შაქარი, წყალი და დარიჩინი ერთმანეთში შევურიოთ. სიროფი ცეცხლზე დავდგათ და ვადუღოთ 10-15 წუთი, სანამ შაქარი არ გადნება. სიროფი გავაციოთ. ჭურჭელში გრეიპფრუტის წვენი, გაზიანი წყალი და მიღებული სიროფი ჩავასხათ. ბოლოს პინტით მოვრთოთ და ყინულები ჩავყაროთ.

კომენტარები

სხვა სიახლეები