იაპონიაში ძაღლების „საბავშვო ბაღები“ გაიხსნა

იაპონიაში უჩვეულო საგანმანათლებლო დაწესებულებები გაიხსნა – ძაღლების „საბავშვო ბაღები“, სადაც ცხოველებს კარგ მანერებს ასწავლიან.
„საბავშვო ბაღების“ პოპულარობის შესახებ გაზეთი „სანკეი“ წერს.
დღე „საბავშვო ბაღში“ ცხოველებისთვის დილის 10 საათზე იწყება. ყოველ ძაღლს, როგორც ნებისმიერ იაპონელ ბავშვს, გაკვეთილებზე ზურგჩანთა მიაქვს, რომელშიც დღიური უდევს. თუ პატრონს ძაღლის მოყვანა „საბავშვო ბაღში“ თავად არ შეუძლია, ის სპეციალურ ავტობუსს მიჰყავს.

„საბავშვო ბაღში“ ძაღლებს ასწავლიან იმას, რომ ცხოველებს ზარის ან მატარებლის ხმაურის არ ეშინოდეთ, უხსნიან სხვა ძაღლებთან ურთიერთობის წესებს. ინსტრუქტორების როლში ხანდახან არა ადამიანები, არამედ სხვა ძაღლები გამოდიან.

ცნობისთვის, 8 გაკვეთილი მსგავს „საბავშვო ბაღში“ 210 დოლარი ღირს.

კომენტარები

სხვა სიახლეები