ჩინეთის ტრადიციები ყოველწლიურად, დაახლოებით, 20 მილიონი ძაღლის და კატის სიცოცხლეს იმსხვერპლებს. ასე გამოვიდა, რომ ქვეყნის სხვადასხვა რაიონში ამ შინაური ცხოველების ხორცი უყვართ და კარგადაც ამზადებენ. ამ ცხოველებს ჩინეთის მოსახლეობა ყოველდღიურად ნამდვილად არ მიირთმევს, თუმცა ხორცის ფესტივალის დროს სპეციალურ ბაზარში, სადაც ნახევარფაბრიკატები ან მზა კერძები იყიდება, მილიონობით ჩინელი მიდის. მსგავს ფესტივალებზე გამყიდველებს ასევე ცოცხალი ძაღლები და კატები გამოჰყავთ.