„მდიდრული კავკასიური ქორწილები“ – რუსი ჟურნალისტის სტატია, რომელშიც ქართველი წყვილებიც მოხვდნენ

ეს რუსი ჟურნალისტის სტატიაა, რომელიც „კოსმოპოლიტენის“ რუსული ვერსიის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. რუსი ჟურნალისტები მას მერე დაინტერსდნენ კავკასიური ქორწილებით, რაც მსოფლიო აალაპარაკა ინგუში მილიარდერის შვილის ქორწილმა. ამ თემას ვრცელი სტატია მიეძღვნა და მასში ქართული ქორწილებიც მოხვდა, ქართველი წყვილებითურთ. ვფიქრობთ, ქართველი მკითხველისთვისაც საინტერესო იქნება ეს სტატია:

„ტრადიციული კავკასიური ქორწილი ამ კრიზისულ პერიოდშიც კი აოცებს მნახველს პომპეზურობით. მრავალრიცხოვანი მეგობრებისა და ნათესავებიდან არავის უნდა შეეპაროს ეჭვი ბედნიერი წყვილის შესაძლებლობებში. სწორედ ამიტომ, კავკასიური ქორწილი თავისი მასშტაბებით მარტო ზეიმს კი არ ჰგავს, არამედ ნამდვილ ფესტივალს!
ამ დღეებში ყველა გააოცა მილიარდერ მიხაილ გუცერიევის ვაჟის საიდის ქორწილმა. ინგუში ოლიგარქების ქორწილში იმღერეს ჯენიფერ ლოპესმა, ენრიკე იგლესიასმა და სტინგმა, იცეკვეს „სუხიშვილის“ მოცეკვავეებმა, ყველგან იყო ფუფუნება და ნამდვილი დღესასწაული. პატარძალი კი მთლად ძვირფასეულობაში იყო ჩაფლული.

mshoblebi

თუმცა ამ გაქანებით მართლა არ გაოცდებით, თუ გადახედავთ ჩვეულებრივ კავკასიურ ქორწილებს, რომლებიც ბევრად არ ჩამორჩება გუცერიევების ზეიმს. ასეთია ტრადიცია – დიდებულ დღესასწაულზე „იხარჯება“ მთელი ოჯახი, თორემ სხვანაირად – სირცხვილია“! სოციალურ ქსელს გადავხედეთ და უამრავი ფოტო ვიპოვეთ, რომლებიც ჩვეულებრივ ქორწილებშია გადაღებული. ყურადღებით შევისწავლეთ ეს თემა და შევნიშნეთ, რომ ფოტოებს ბევრი რამ აქვს საერთო.

უსასრულო შლეიფი
ამბობენ, რომ ყველა გოგონა ოცნებობს ლამაზ საპატარძლო კაბაზე. ეს ოცნება რომ მთლიანად აგისრულდეს – კავკასიელ ბიჭს უნდა გაჰყვე ცოლად! კავკასიური სტილის მდიდრულ ქორწილს ამშვენებს პატარძლის კაბა უსასრულოდ გრძელი შლეიფით. გოგონა სრულყოფილად უნდა იყოს გამოწყობილი.

mshoblebi

რაც უფრო გრძელია კაბის შლეიფი, მით უკეთესი. ამიტომაცაა, რომ კავკასიელი პატარძლების ფოტოები ხშირად არის გადაღებული ისეთი რაკურსით, რომ შლეიფის სიგრძე ჩანდეს.

mshoblebi

ეროვნული სამოსი
საქორწილო კაბა ასევე შეიძლება იყოს სტილიზებული ეროვნული კოსტიუმის მიხედვით. ეთნიკური დეტალები მისასალმებელია. ფატის ნაცვლადაც შეიძლება გამოიყენონ დამახასიათებელი გვირგვინი, თუ ქართულ ქორწილზე ვისაუბრებთ, ან თეთრი თავშალი, თუ მუსლიმანური ქორწილია.

mshoblebi

ქართულ ქორწილში ნეფე-პატარძალი ხშირად  ირჩევს ეროვნულ კოსტიუმს. თუმცა ეს ხშირად არ უშლის ხელს პატარძალს, ევროპული ფატა დაიმაგროს და კლასიკური ვარცხნილობა გაიკეთოს.

mshoblebi

ინგუში, დაღესტნელი და ჩეჩენი პატარძლები ხანდახან მდიდრული ეთნიკური დეკორით მორთული კაბით თხოვდებიან, თავზე კი ფატის ნაცვლად შეიძლება, თეთრი ჰიჯაბი ჰქონდეთ მორგებული. ასევე დამახასიათებელია კაბა ოქროს ნაქარგით, ძვირფასი ქვებითა და მძივებით.

mshoblebi

რაც მეტი სტუმარია, მით უკეთესი
რასაკვირველია, ნამდვილ კავკასიურ ქორწილში აუცილებლად უნდა იყოს ბევრი სტუმარი – 200 კაცი კი არა, ხანდახან 400-500 სტუმარი ერთობა. სწორედ მათთვის არის მოწყობილი ეს ზეიმი. ასეთ რამეს ღამის კლუბში ვერ შეხვდები – შეგიძლია იცეკვო, იმღერო, და ისროლო კიდეც, თუ გაგიმართლებს.

mshoblebi
mshoblebi

სასიძოს ძმაკაცები
პატარძლის მეგობრებს შორის მოხვედრა და ქორწილში წასვლისას ნებისმიერი გოგონასთვის კარგი მიზეზია სასიძოს მეგობრები და ნათესავები. ეს „ჯიგიტები“ აუცილებლად იცეკვებენ ბევრ მოცეკვავეზე უკეთ და საერთოდაც, მათთან არ მოიწყენთ.

mshoblebi
წყარო:http://www.mshoblebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები