კომპანია LG-მ ახალი სარეკლამო ვიდეორგოლი გადაიღო, რომელშიც ცნობილი ჰოლივუდელი მსახიობი ჯეისონ სტეტჰემი მონაწილეობს. სარეკლამო რგოლში სტეტჰემის სახე აქვთ არა მარტო მამაკაცებსა და ქალებს, არამედ პატარა ბავშვს, რომელიც ეტლში ზის. LG-ის ახალი სმარტფონის G5 21-ის მთავარი ფუნქციაა მოდულური სისტემა, რომელიც ქვედა პანელის და აკუმულატორის მოხსნის საშუალებას იძლევა, რომლის მოცულობა 2 800 მილიამპერ-საათს შეადგენს. ასევე ის აღჭურვილია ორი, 8 და 16- მეგაპიქსელიანი კამერით. ჯეისონ სტეტჰემი, ძირითადად, მძაფრსიუჟეტიან ფილმებში მონაწილეობს, როგორიცაა: „დიდი კუში“, „კარტები, ფული და ორი ლულა“, რევოლვერი“ „ადრენალინი“ და „შეუკავებელნი“.
[youtube]https://www.youtube.com/watch?v=HQFxLmFmY-8&feature=youtu.be[/youtube]