ლესბოსელი პატიმრები ციხეში ერთად წოლის უფლებას მოითხოვენ

მიშელ და სტეფანი ჰოპკინსებმა, უფლებადამცველებთან, ციხის ადმინისტრაცია, სადაც ისინი სასჯელს იხდიან, სასტიკ მოპყრობაში დაადანაშაულეს. მათი თქმით, ციხის თანამშრომლების სისასტიკე გამოიხატა იმაში, რომ ისინი ლესბოსელ წყვილებს ერთად დაძინების საშუალებას არ აძლევენ.
34 წლის მიშელის და 33 წლის სტეფანი ჰოპკინსების თქმით, ისინი თავს შეურაცხყოფილად გრძნობენ, რადგან Bronzfield -ის ქალთა ციხის ადმინისტრაცია მათ ერთ კამერაში ყოფნის საშუალებას არ აძლევს. სისასტიკით „დაჩაგრული“ ლესბოსელები, 18-თვიან სასჯელს ბავშვების მიმართ სასტიკი მოპყრობის გამო იხდიან. ისინი ბავშვებს მარტოს კეტავდნენ ოთახში. ეს კი რამდენიმე საათით, ხანაც კი მთელი დღე გრძელდებოდა. ბავშვებს ბუნებრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილება ამ დროს პირდაპირ ოთახის იატაკზე უწევდათ. გარდა ამისა, ორივე მათგანმა ბავშვებს საყვარელი სათამაშოები დაუწვა. სასამართლომ ბავშვების მიმართ მსგავსი მოპყრობა სადისტურად მიიჩნია და საყვარლებს 1,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ადრე „ოჯახურ წყვილს“ უფლებას აძლევდნენ, ერთ კამერაში ყოფილიყვნენ, მაგრამ ადმინისტრაცია მათგან მოითხოვდა, რომ მათ კამერაში სექსი არ უნდა ჰქონოდათ, თუმცა ადმინისტრაციამ მალე მათი განცალკევების გადაწყვეტილება მიიღო. მსჯავრდებულები სასჯელს მეზობელ კამერებში იხდიან.

კომენტარები

სხვა სიახლეები