ლელა კილაძისა და გუკა რჩეულიშვილის გარშემო ვნებათაღელვა არ წყდება. ცოტა ხნის წინ, გიგი უგულავამ ოფიციალურად დაადასტურა ხმები მისი და ლელა კილაძის ოჯახის დაგრევის შესახებ. რის შემდეგაც, ცნობილი გახდა, რომ კილაძე სამკურნალოდ ევროპაში წაიყვანეს. ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, გიგი უგულავას ყოფილი ცოლი უკვე დაბრუნდა თბილისში, სამი დღის წინ კი მან და გუკამ ხელი მოაწერეს. წყვილი თავიანთი ურთიერთობის შესახებ, საჯაროდ კომეტარს ამ დრომდე არ აკეთებს. “ambebi.ge” გუკა რჩეულიშვილის მამას, ვახტანგ რჩეულიშვილს დაუკავშირდა.
– ბატონო ვახტანგ, ცნობილი გახდა, რომ თქვენმა ვაჟმა და ლელა კილაძემ ხელი მოაწერეს…
– ხელი რომ მოეწერათ გუკას და ლელას, გავიგებდით. გუკა არ არის ნუცას ოფიციალურად დაშორებული, ამიტომაც რამე ოფიციალური ცვლილება ჯერ არ ყოფილა. არაოფიციალურად რაც ხდება გუკას და ნუცას შორის, ამის შესახებ თავად ისაუბრონ. კომპეტენტური ადამიანი ამაზე არის 37 წლის კაცი გუკა რჩეულიშვილი. მე მხოლოდ ჩემს დამოკიდებულებას ვიტყვი. ნუცა წლების მანძილზე ჩემი რძალი იყო, ჩემი კატოს დედა არის და საკუთარი შვილივით მიყვარს. ლელას ბავშვობიდან ვიცნობ, ჩემი მეგობრის შვილია. გუკა თავად განსაზღვრავს ვისთან იქნება და როგორ იქნება. მე ამაში ვერც ჩავერევი და არც ჩავერევი. აზრიც არ აქვს. ის უკვე 37 წლის არის.
– დაშორდნენ ნუცა და გუკა?
– ნუცა სამი თვეა ამერიკაში წავიდა. ვგიჟდები კატო ისე მენატრება. კატო ამერიკაში სწავლობს, ამერიკის მოქალაქეა.
– გუკა და ლელა კილაძე გადავიდნენ ერთად საცხოვრებლად?
– არ ვიცი, გუკას ცალკე ბინა აქვს და ნამდვილად ვერ გეტყვით ვისთან ერთად ცხოვრობს.
AMBEBI.GE