„ეს ტრადიცია წამოვიდა საქართველოდან, იქ კაცები ერთმანეთს ყოველდღე კოცნიან“ – სომხეთის პარლამენტის წევრი

სომხეთის საკანონმდებლო ორგანოს წევრის, ფრაქცია სომხეთის ნაციონალური კონგრესის მდივნის არამ მანუკიანის განცხადებით, უკიდურესად ულამაზოა, როცა სომხეთის ეროვნული კრების დეპუტატები მისალმებისას ერთმანეთს ყოველდღე კოცნიან. ​ამის შესახებ ადგილობრივი ინტერნეტგამოცემა news.am იუწყება. ​
დეპუტატმა ყველას მოუწოდა, ეს ტრადიცია, რომელიც „საქართველოდან წამოვიდა“, აღმოიფხვრას.
„მაგალითად, მე ჩვენს პარტიაში ბიჭებს ყოველდღე გადაკოცნა ავუკრძალე. იგივე ხდება უმაღლესი სასწავლებლების სიახლოვესაც. ეს არ არის ლამაზი! თქვენ მსგავს კულტურას სხვებზეც ავრცელებთ. ეს ტრადიცია წამოვიდა საქართველოდან, იქ კაცები ერთმანეთს ყოველდღე კოცნიან​. ნუ აკეთებთ, არაა ლამაზი, ბავშვები გიყურებენ“, – მიმართა 23 თებერვალს, პარლამენტში საჯარო გამოსვლისას კოლეგებს მანუკიანმა.
წყარო:http://www.info9.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები