ამერიკულმა შოკოლადის მწარმოებელმა კომპანია “მარსმა” , შოკოლადები „სნიკერსი“ და „მარსი“ გერმანიაში სავაჭრო ქსელიდან ამოიღო,- ამის შესახებ ინფორმაციას „ბი-ბი-სი“ ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, კომპანიის ნაწარმში პლასტმასი აღმოჩნდა.
“მარსმა“ შოკოლადის პროდუქტები – „მარსი“, „სნიკერსი“ და „მილქი ვეი“ ქსელიდან ნებაყოფლობით ამოიღო მას შემდეგ, რაც მასში პლასტმასის ნაჭრები იპოვეს. ჩვენ გვინდა თავიდან ავიცილოთ გაყიდვისთვის უარგისი პროდუქციის მოხმარების საფრთხეები“,- აცხადებენ კომანია „მარსში“.
აკრძალვა ეხება აღნიშნული დასახელების ყველა იმ პროდუქტს, რომელთა ვარგისიანობის ვადა 2017 წლის იანვრამდეა. აღსანიშნავია ისიც, რომ პლასტმასის ნაჭერი მხოლოდ ერთ „ბატონჩიკში“ აღმოაჩინეს, თუმცა ამის გამო მილიონობით შოკოლადი წარმოებიდან იქნა ამოღებული.
სხვა სიახლეები